"დილად წერილი მხვდება, რომელმაც შემძრა, საბოლოოდ გამანადგურა... ცოტა შოკიდან ვეღარ გამოვდივარ..."
- 30/10/19
- 22855 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცოტა შოკიდან ვეღარ გამოვდივარ!
გუშინ საჯარო ლექცია მქონდა, სადაც გადაივსო დარბაზი და მოვიდა ბევრი მსმენელი. ტრადიცია გვაქვს, როცა ვასრულებ, სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად ვეპატიჟები ხალხს, ანუ ჯგუფური ფოტოა, ვინც თვლის, რომ ფორმაში არაა, ან რამე სხვა მიზეზი - შეუძლია არ გადაიღოს, ანუ ხაზს ვუსვამ, რომ არ ვაძალებ.
მერე, ვიშლებით და ინდივიდუალურად მოდის ხალხი, რომ ბარემ გასთორონ და ცალკეც ვიღებთ ფოტოებს, მეც არ მეზარება, პირიქით, მიხარია და ვდგავარ ასე, უცვლელ პოზაში, ხანდახან ლამის ნახევარი საათიც
ჰოდა, გუშინაც იგივე იყო, ინდივიდიალურად ვიღებდით, მეზობლის ბავშვებივით რომ არ მდგარიყვნენ, ხელს ოდნავ ვხვევდი მხარზე, ვინც ახლოს დგებოდა.
ჰოდა, დილით ასეთი წერილი დამხვდა ინსტაგრამზე.
ვერ გაჩვენებთ უბრალოდ ფოტოს, იმ საყვარელ გოგოსთან არის უხერხული, მაგრამ აი შემძრა ამ კომპლექსიანი ავადმყოფი ბიჭის წერილმა, საბრალო გოგონა მის ხელში :/
ძალიან სერიოზული პრობლემაა, მართლა!
p.s. ძალიან გთხოვთ შემოდით ინსტაგრამზე, ის ფოტო კი წავშალე, მაგრამ ზუსტად იდენტური ფოტოები დევს სხვებთან და მითხარით, სად ვლახავ ვინმეს ღირსებას, პატიოსნებას, ან ვაძლევ ვინმეს ეჭვიანობის საბაბს? თან ვაკონკრეტებ, ფოტოზე მხოლოდ მე და ეს გოგონა არ ვართ, რამდენიმე ადამიანია...