მეუფე ზოსიმეს პირველი კომენტარი მის მამათმავლობასთან დაკავშირებით
- 06/11/19
- 783 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მეუფე ზოსიმე მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და ჟურნალისტებთან, პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა:
"1988 წელს საქართველოში დიდი პოლიტიკური აშლილობა იყო. მთავრობის სასახლის წინ სულ მიტინგები ტარდებოდა. სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ახლა რაღაცეებს კადრულეობენ, განსაკუთრებით იღებდნენ ამ პროცესებში მონაწილეობას. როდესაც მოვთხოვეთ ძალიან მკაცრად სტუდენტებს მიეხედათ მეცადინეობისათვის, ამან ისეთი აზრი შექმნა ზოგიერთებში, თითქოს ჩვენ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. სასწავლებელში სულიერი ატმოსფერო მოიშალა. შემდეგ ეს დაძაბულობა მტრობაში გადაიზადა და რაც მოჰყვა, თქვენთვის ცნობილია. ჩემს მიმართ წაყენებული ბრალის მთავარი მიზეზი ესაა. ეს ახალგაზრდები თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ, მათ პროტესტი ჰქონდათ ეკლესიის მიმართ.
მომასმენინეს და შევძრწუნდი ისეთი რაღაცები მოვისმინე. ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ.
ვერც ერთს მოიძიებენ, რომ მსგავსი ბრალი დაამოწმოს ვინმემ... მე როგორც ვიცი, კალაძეს მოუნანიებია.
არც მინდა იმის გახსენება. წარმოიდგინეთ სტუდენტები ლექტორის კაბინეტში რომ შევარდებიან, ისეთი შფოთი და დაძაბულობები შეიქმნა, ერთსღა ვფიქრობდი, როგორმე დაძაბულობა ჩამეცხრო. მე ვუთხარი, დამშვიდდით შვილო, დაწყნარდით. ეს სხვა სულის ხალხი იყო აბსოლუტურად, ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ხალხის უკან ვინ იდგა. საეროს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო, ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე რომ იყო, ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას, ადრევე მოხვდა დაპირისპირებაში და ეს იმის ხალხია. თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული, ამათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა უნდოდათ ეკლესიაში“


