ბარები თბილისში, სადაც უცხოელი გოგონების გაცნობა შეგიძლიათ

თბილისი ლამაზი ადგილობრივი გოგონების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ დროებით დავისვენოთ ქართველი გოგონების, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებისგან, "თვალს წყალი დავალევინოთ" და ერთი ან რამდენიმე საღამო (რა იცით, იქნებ მთელი ცხოვრებაც...) უცხოელი გოგონას გარემოცვაში გავატაროთ.


ახალი გოგონა ახალი გამოცდილებაა და რაც უფრო გართობითა და თავგადასავლებით არის გაჯერებული ურთიერთობა, მეტად სასიამოვნოა ეს ახალი გამოცდილება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვის. სიმართლე რომ ითქვას, ხშირად ქართველ ბიჭებს ზუსტად იმიტომაც გვიჩნდება უცხოელი გოგონას გაცნობის სურვილი, რომ ის "აქანე სტენკას არ დადგამს" და არც რაიმე ვალდებულებებს აჩენს ურთიერთობაში, ვინაიდან ტურისტთან რომანის გაბმა თავისთავად დროებითია და ამას, როგორც თქვენ, ისევე თქვენი პარტნიორი თავიდანვე შეგუებულია. თუმცა, ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც და ვინ იცის, იქნებ სიყვარულშიც გადაიზარდოს...



მოკლედ, როგორ მოვიქცეთ, თუ "ორი ღერი ინგლისური" ვიცით, ჯიბეში ცოტა ფულიც გვაქვს და ახალი გამოცდილებებისთვის უცხოელი გოგონას გაცნობა გვინდა. ამისთვის თუ ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალმა არ გიშველათ, სადაც ყველაზე დიდი შანსია, რომ უცხოელ გოგონას გადაეყაროთ, არჩევანისთვის რამდენიმე ადგილს გთავაზობთ, სადაც თუ არ გაგიმართლათ და გოგო ვერ გაიცანით, კარგ გარემოში განტვირთვა და საკმაოდ მისაღებ ფასში დალევა მაინც შეგრჩებათ


DIVE Bar Tbilisi დედაქალაქს 2013 წელს შეემატა. საკმაოდ მოკრძალებულ სივრცეში უცხოელები გიმასპინძლებენ. სტაფი ინგლისურენოვანია და თუ ინგლისური არ იცით, იქ შესვლამდე ფრაზები, რომლითაც ბართან უნდა იკონტაქტოთ, Google Translate-ით გადათარგმნეთ


DIVE კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით საღამოს 6-დან ღამის 1 საათამდე მუშაობს, პარასკევს და შაბათს კი საღამოს 6-დან ღამის 3 საათამდე შეგიძლიათ იქ მისვლა. გირჩევთ, რომ იქ ნაჭამი მიხვიდეთ, რადგან მენიუში გუშინდელი გამხმარი პურის ნამცეცებიც კი არ აქვთ. ბარში მხოლოდ სასმელია, რომლის ფასი საკმაოდ მოკრძალებულია - კათხა ლუდი, ჭიქა არაყი და შავი ღვინო იქ 3 ლარად ფასობს...


წაიკითხეთ  სრულად