"საკლასო ოთახში ათი მოსწავლის ადგილია და სამზე უკვე შავი ლენტი დევს... ღამესთან ბრძოლა კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლემ წააგო"
- 15/11/19
- 21487 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ქობულეთის საზარელ ავარიას ეხმიანება, რომელმაც 3 სკოლის მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა:
“საკლასო ოთახში ათი მოსწავლის ადგილი იყო. სამზე უკვე შავი ლენტი დევს... გუშინ ღამესთან ბრძოლა წააგო კიდევ ერთმა სიცოცხლემ...“ - წერს ჟურნალისტი
დაახლოებით, 20 დღის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოავარია მოხდა, რომლის დროსაც ორი უფროსკლასელი ადგილზევე დაიღუპა და ოთხი კი სხვადასხვა მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.
გუშინ, ღამით ერთ-ერთი მათგანი, რომლის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, გარდაიცვალა.
გურიანიუსი