"ვხედავ ხალხი არ მშვიდდება... 23 ნოემბერს დიდი ამბები იქნება, რუსთაველი ხალხით გადაივსება... ოპოზიცია არ ჩერდება... ოლიგარქი კი ძალ ღონეს არ დაიშურებს ..." - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ვრცელდება:

ვხედავ, ხალხი არ მშვიდდება. ისინი თავს მოიყრიან მთავრობის სახლის წინ და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას… ოლიგარქი ძალ-ღონეს არ იშურებს და ვხედავ, დიდ მოქმედებაშია. იგი, როგორც ყოველთვის, უდიდეს როლს ითამაშებს. ერთ საინტერესო ფაქტს ვხედავ:

ოპოზიცია ცდილობს, რომ 23 ნოემბერს – როცა „ვარდებმა“ გაიმარჯვეს, დაამთხვიონ მთავრობის ჩამოგდება. ვხედავ: ქართველ ხალხთან თავად უფალი, ღმერთია და სხვა არავისი თანადგომა მათ არ სჭირდებათ. ასე იტყვის კიდეც მთელი საქართველო.