phone-ს საიდუმლო შესაძლებლობები ცნობილი გახდა (ვიდეო)

­iOS-ის პროგრამისტმა და სხვადასხვა პროგრამების შემქმნელმა, ივო ლეკომ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ასახულია iPhone-ს ფარული შესაძლებლობები. დეტალები შეგიძლიათ ვიდეორგოლის მეშვეობით იხილოთ.

ივო ლეკომ პატარა მაგნიტის საშუალებით შეძლო პროგრამების მართვა სმარტფონის ეკრანზე, კურსორი მაგნიტის მოძრაობას იმეორებს.

ამასთანავე, iPhone მგრძნობიარეა მაგნიტის მოძრაობებზე არა მხოლოდ ახლო დისტანციიდან, არამედ საკმაო დაცილებიდანაც.