
ვინ არის ბიჭი, რომელმაც სტრასბურგში ტრამი ქართული ანბანით გააფორმა
- 28/11/19
- 841 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სტრასბურგში, 6 თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი რომ იმოძრავებს საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. ეს მოვლენა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. თავად ანბანის ამ ვერსიის შემქმნელი კი, ნიკა ღუნაშვილია.
ნიკა ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს და მეორე კურსის სტუდენტია.
კალიგრაფი ამბობს, რომ კალიგრაფიით ბავშვობაში დაინტერესდა და პროფესიულ დონეზე შეისწავლა.
„დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მთხოვეს ანბანის შემქნა, რომელსაც დაიტანდნენ ტრამვაიზე. რაც შეეხება იდეას, ანბანი კიდურყვავილოვანი სტილის მიხედვით შევქმენი. ეს არის ძველი ქართული სტილი, რომელსაც იყენებდნენ ხელნაწერებში, სახელ – გვარის ასოებში, სათაურებში. სწორედ მისი განახლებული ვერსიაა სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი – დღეს მოქმედი 33 ასო-ბგერა, შევცვალე ფერები, დავამატე გარკვეული დეტალები. ამ პროექტზე, დაახლოებით, ერთი თვე ვმუშაობდი“.- ამბობს ნიკა ღუნაშვილი.
ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკა ღუნაშვილი ქმნის კალიგრამებსაც. ეს სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობაა. სწორედ ასეთი პროექტი იყო „როგორია ნამდვილი“ („გუდვილის“ კამპანია).
ინფორმაციას, ექსკლუზიურად, marketer.ge ავრცელებს.