
შემზარავი ინფორმაცია - ავტომობილიდან გადმოსული პატრული მანქანამ გაიტანა
- 29/11/19
- 8400 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. ის 35 წლამდე მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო გადმოსული, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო.