"გვიშველეთ... ხარისხის კონტროლის სააგენტო... ამ შავ წერტილებს შვრიის ფაფაში შავი ფეხები აქვთ..."
- 02/12/19
- 1186 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საკვებად უვარგისი პროდუქტები სავაჭრო დახლებზე - ეს ის თემაა, რომელზეც „პრაიმტაიმი“ ხშირად წერს. ამჯერად, საქმე შვრიას ეხება, ამაზე მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფოტოებს ავრცელებს.
„კომპანია Ясно Солнышко შვრიაში აშკარად შავი ჭიებია !!! SOS....ხარისხის კონტროლი რას ფიქრობ ....თუ ვცდები ბოდიში მაგრამ ამ შავ წერტილებს პაწუკა ფეხები აქვთ“ - წერს ია ფარულავა.


