ვახო სანაიას მეოთხე შვილი შეეძინა

ვახო სანაიას და მის რჩეულს თამუნა ყურაშვილს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. პატარას სანი დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.

ცნობისთვის, ვახო სანაიასთვის სანი მეოთხე შვილია. პირველი მეუღლისგან, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძისგან მას ორი ქალიშვილი ჰყავს, მეორე მეუღლისგან, ნათია გაბუნიასგან, ასევე გოგონა, უნა.