იცნობდეთ - ეს ულამაზესი ბავშვები მაკა ასათიანის შვილენბი არიან

ულამაზესი ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი, უკვე წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. პირად ცხოვრებაზე მედიასთან არ საუბრობს, მაგრამ  მისი ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

მაკას 3 ვაჟი ჰყავს. კახი და ლევანი - პირველი ქორწინებიდან. ბიჭების მამა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა. მესამე შვილი - კონსტანტინე კი მაკა ასათიანს ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ჰყავს.

 ლევან ჟორდანია ფეხბურთელია,კახი ჟორდანია კი ბიზნესმენი. ის  რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ოილ ენერჯი ჯგუფის“ მფლობელი და მმართველია. კახი ჰოლანდიის პირველ დივიზიონის მოასპარეზე გუნდის, „დენ ბოსხის“ აქციების 99,9 %-ს მფლობელია.

წარმატებული დიზაინერი დედამთილი გახდა, კახის მეუღლე ულამაზესი  ნინიკო კლდიაშვილია.

მაკა ასათიანი ამჟამად ესპანეთში უმცროს შვილთან, კონსტანტინესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ჩოგბურთით არის გატაცებული.