აი, როგორ იზრდებიან და რას ჭამენ ჩრდილოელი ბავშვები

ეს შთამბეჭდავი ფოტოები არცთუ ისე დიდი ხნის წინ პოლონელმა ფიზიკოსმა და მოგზაურმა, მაგდალენა სკოპეკმა თავის წიგნში გამოაქვეყნა. ეს მოღიმარი ადამიანები ციმბირის მხარეში, იამალის ნახევარკუნძულზე ცხოვრობენ.
ერთი შეხედვით შემზარავია, მაგრამ ნენცებისთვის უმი ირმის ხორცი და სისხლი ჩვეულებრივი კერძია. ირმის ტყავში გახვეული ეს ბუთხუზა ბავშვები ირმის სისხლს ისე მიირთმევენ, როგორც ჩვენი შვილები ჩაის ან კაკაოს. ესეც მათი ცხოვრების წესია - ცივი ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატის გამო იქაურ ადამიანებს C და B2 ვიტამინზე განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ, რომლებიც უმ ირმის ხორცსა და სისხლში დიდი რაოდენობითაა.
მაგდალენა სპოკეკმა ამ ხალხთან 3 თვე გაატარა. მათ ქოხში ეძინა და ტყავის ტანსაცმელი ეცვა და კლადონიას იყენებდა ტუალეტის ქაღალდის მაგივრად.


წაიკითხეთ  სრულად