კულტურის სამინისტრო ზაზა ურუშაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

53 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს.

ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი „მანდარინები“ 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:

„მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989);
„აქ თენდება“ (1998);
„ცხელი ძაღლი“ (2003-2009);
„სამი სახლი“ (2008);
„დარჩი ჩემთან“ (2011);
„ბოლო გასეირნება“ (2012) ...