
დღეს 12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი სამება მთელი ღამე ღია იქნება - რას აღნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესია დღევანდელ დღეს
- 10/12/19
- 2911 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

12 დეკემბერს, ხუთშაბათს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩატარდება ხუთგზის წირვა, რა დროსაც სამღვდელოება მოსახლეობას და ემიგრანტებს დალოცავს.
“მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ჩვენი ეკლესია. ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა და პირველი კათოლიკოსების - პეტრე პირველისა და სამუელისა. ხუთშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა და პარასკევს მთელი ღამე ტაძარი ღია იქნება. შესრულდება ხუთი წირვა. ამ ხუთი წირვის დროს ჩვენ მოვიხსენებთ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მკვიდრებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ“, - ბრძანა პატრიარქმა. განაგრძეთ კითხვა