"რას უნდა ნიშნავდეს ვაჟა გაფრინდაშვილის ეს ჩანაწერი...."

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ტიტე ნატუტარის პოსტს და წერს:

რამდენადაც მე ვიცი, კაცი მიდიოდა საიდუმლოდ ქალის სამკურნალოდ , როდესაც დააკავეს, მაშინ არ უთქვამს რომ ვინმეს გადასარჩენად მიდიოდა - რაც, მე ჩავთვალე, რომ ამ დამტვრეული ქალისთვის პრობლემების ასაცილებლად გააკეთა და უცბად ჩანაწერი - “ხალხი დადის, არ მაქცევენ ყურადღებას, წავალ ეხლა ცენტრში ყავას დავლევ” რას უნდა ნიშნავდეს?

1. რატომ იწერდა ცხინვალის უშიშროების სამსახური საქართველოს რიგითი მოქალაქის სატელეფონო საუბრებს ერთი დღით, კვირით ან თვით ადრე?

2. ამ ფაქტის თანახმად, გამოდის რომ ცხინავლის უშიშროების სამსახურს შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს თავისუფლად უსმინოს,ქართულ სპეცსამსახურებს თუ ენაჭარტალა უფლებადამცველებს ეძინოთ,რომლებიც მხოლოდ ამ ფაქტის გამო უნდა ტეხდნენ განგაშს.

3. ჩანაწერის არსებობის თანახმად, გამოდის რომ ამ ადამიანით დაინტერესებული იყო ცხინვალის უშიშროების სამსახური და ელოდა (ან თავს იზღვევდა) მისგან პროვოკაციას.

4. არ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ორივე მხარის უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით, ორივე მხარესთან თანამშრომლობით, რის გამომჟღავნება არც ერთი მხარის იენტერესებში არ არის და ნებისმიერი საქმეში ჩახედული სპეციალისტისთვის უბრალოდ საიდუმლოების რეჟიმის დარღვევაა და აგენტის გაშიფვრა კანონიოთ ისჯება, ვვარაუდ რომ, პატივცემული ვაჟა ჩართული იყო მედიკამენტების ბიზნესში, გადმოჰქონდა რა ცხინვალიდან იაფფასიანი რუსული მედიკამენტები (არამხოლოდ!) საქართველოშ გასასაღებლად.

5. გამორიცხავთ თუ არა რომე ეს იყოს ნაციონალური მოძრაობის კარგად დადგმული პროვოკაცია?
p.s. არგუმენტად არ მიიღება მისი ენაჭარტალა ნაცი ცოლის ბოდვები და მუქარები