რომელი ცნობილი მომღერლის შვილის "მხოლოდ ქართულის" მონაწილე ლუკა ჭოხონელიძე

„არ ვიცი ახლა რა ემოცია მმართავს, როცა ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს ვარ და ძალიან ახლოს“, - მომღერალი ნატო გელაშვილი საკუთარ შვილს უცხოეთიდან გულშემატკივრობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ადამიანის ცხოვრება უსასრულო მოულოდნელობებითა და სიურპრიზებითაა თურმე სავსე. არ ვიცი ახლა რა ემოცია მმართავს, როცა ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს ვარ და ძალიან ახლოს ...ისე ახლოს, როგორც არასოდეს ჩემი ემოცია ემიგრანტებთან  შეხვედრისას და მოფერებისას ნარევია ჩემში ახლა თანმდევი იმ  ემოციასთან, რომელსაც პარალელურად ვერ ვაოკებ ..ხვალ ლუკას ტურია. ..დედას, რომელსაც არასოდეს მიცხოვრია ..არცერთი წამიც კი  ჩემი ცხოვრების შვილების სიხარულისა და ჭირვარამის გარეშე, ისევ ტელეეკრანთან მომიწევს ჩემი შვილისათვის გულშემატკივრობა. შენ  ამ ქვეყნის შვილი  ხარ ლუკი, ქვეყნისა სადაც  ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან.. ბუნებაში არაფერი იკარგება გაეცი  და მოგეცემისო.. უთქვამთ.. მე კი  რა... იქნებ ასეც სჯობდეს...წარმატებები ჩემო ბიჭო“,- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ნატო გელაშვილის შვილი, ლუკა ჭოხონელიძე „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობს. ხვალ პროექტის პირველი ცოცხალი ტურია. ამჟამად ნატო გელაშვილი იტალიაშია, სადაც ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი.