გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს საავადმყოფოში გადაიყვანეს
- 17/12/19
- 2725 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა.
მარიანა ჩოლოიანი ამ დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა.
15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დღეს, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მართვით სუნთქვაზე მყოფ მოზარდს გული გაუჩერდა.
მოზარდზე საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც 112-ში დარეკა სკოლის წარმომადგენელმა და განაცხადა, კედელზე მოსწავლის მიერ წარწერის ფაქტი დააფიქსირა.


