სრულყოფილი ქალი - როგორი უნდა იყოს ის? (12 ფოტო)
- 2015-02-04 19:37:48
- 29284 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჩვენ ვართ ქალები - Neringa Rekašiute-ს ფოტოპროექტი
ნერინგმა შეისწავლა მედია საშუალებებში გაშუქებული ქალის “იდეალური” ფორმების საკითხი, და მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანებს მუდმივად თავს ახვევენ ქალის სილამაზის “სტანდარტს”. მაგრამ არის კი ეს სტანდარტი “რეალურად სილამაზე? ფოტოგრფი თვლის, რომ მედია ქალის სხეულს აშუქებს, მხოლოდ როგორც სექსუალობის ობიექტს, რაც საზოგადოებაზე არც თუ კარგ გავლენას ახდენს. იდეალური ქალი - როგორია ის?
ამ პროექტის მიზანი გახლავთ, ქალმა მიიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი და სხეული ზუსტად ისეთი, როგორიც ის არის.
პროექტში მონაწილე თითოეულ ქალს აქვს მტკივნეული გამოცდილება, საკუთარი სხეულის მიუღებლობასთან დაკავშირებით.
კერძოდ,ისინი იტანჯებოდნენ ანორექსიით, ბულიმიით, ალბინიზმით, ზოგიერთი ებრძოდა დეპრესიას, ზოგი კი მკერდის კიბოს.