გორელმა რძალმა დედამთილი ჩუსტით სცემა

77 წლის ქალის მტკიცებით, ის დისშვილის მეუღლემ "ჩუსტით" სცემა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ქალს სახის არე დალურჯებული ჰქონდა. მოხუცი დაპირისპირების დაწყების მიზეზად ქონებას, საცხოვრებელ სახლს ასახელებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

მოხუცის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა დისშვილის მეუღლე დააკავეს. მას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.