![ასეთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო შორენა ბეგაშვილმა ვალენტინობის დღეს](https://itar.ge/stories/creative/HprYO1676376117albom_rooms.jpg)
გორელმა რძალმა დედამთილი ჩუსტით სცემა
- 19/12/19
- 8833 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
![სხვა](https://itar.ge/stories/sxvadasxva/q6y2k1576787868albom_rooms.jpg)
77 წლის ქალის მტკიცებით, ის დისშვილის მეუღლემ "ჩუსტით" სცემა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ქალს სახის არე დალურჯებული ჰქონდა. მოხუცი დაპირისპირების დაწყების მიზეზად ქონებას, საცხოვრებელ სახლს ასახელებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მოხუცის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა დისშვილის მეუღლე დააკავეს. მას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.