ქართველი კანონიერი ქურდების დიდი შერიგება მოხდა - რა გააკეთა შაქრო კალაშოვმა ციხიდან
- 24/12/19
- 5131 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, რუსული ქურდული სამყაროს ლიდერმა შაქრო კალაშოვმა წერტილი დაუსვა ქუთაისური კრიმინალური კლანის წევრების გურამ ჩიხლაძის, იგივე "კვეჟოვიჩის" და თეიმურაზ ("შოშია") ჭურაძის დაპირისპირებას.
როგორც ცნობილია, "შოშია", ჩიხლაძის გარდა, აქამდე დაპირისპირებული იყო სხვა კანონიერ ქურდებთანაც, მათ შორის, გიორგი ნიჟარაძესთან და მას "კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევასაც უწინასწარმეტყველებდნენ.
სააგენტოს წყაროს ცნობით, "კვეჟოვიჩის" გეგმების შესახებ იცოდნენ თურქეთში მყოფმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, მათ, როგორც ჩანს, არ მოეწონათ გურამის გეგმებზე გავლენა კალაშოვმა რომ მოახდინა და ამ საქციელს არაქურდულსაც უწოდებენ.
2014 წელს, ქართველი კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე "კვეჟოვიჩი" ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" გიორგი გოგელიანმა და ვარლამ კუხიანიძემ სცემეს. "კვეჟოვიჩს" შურისძიება სურდა, მაგრამ ვიდრე კალაშოვი ესპანეთიდან რუსეთში არ გამოგზავნეს, მას მხარი არავინ დაუჭირა. როგორც ირკვევა, "კვეჟოვიჩმა" შურისძიების თაობაზე თავისი გეგმები ქურდული სამყაროს ე.წ. გენერალსიმუსს შაქრო კალაშოვს გაუმხილა.
კალაშოვის თანხმობის შემდეგ, "კვეჟოვიჩი" ცდილობდა გოგელიანი-კუხიანიძისთვის სამაგიერო გადაეხადა და ამას "შოშიას" მეშვეობით ცდილობდა, თუმცა "შოშიამ" "კვეჟოვიჩი" "ჩაუშვა" და გოგელიან-კუხიანიძეს უთხრა, ჩიხლაძე თქვენზე შურისძიებას აპირებსო. ხოლო მაშინ, როცა "კვეჟოვიჩს" "შოშია" დაუპირისპირეს, ჩიხლაძემ ყველაფერი იუარა, "შოშიამ" ვერ დაამტკიცა გურამის ჩანაფიქრი, ამიტომ ის სცემეს და "მოლაყბეც" უწოდეს.
რამდენიმე ხნის წინ, "კვეჟოვიჩმა" "კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრები შეკრიბა და მათთან განაცხადა, რომ "შოშია" "ქურდი" არ არის.
ჯანგველაძის კლანის წევრები დიდად არ გამოირჩეოდნენ "შოშიას" სიყვარულით, ამიტომ მათ "კვეჟოვიჩის" მხარდაჭერა ჰქონდათ გადაწყვეტილი. სწორედ ამ დროს ჩაერია კალაშოვი და "კვეჟოვიჩს" სიტყვების უკან წაღება სთხოვა.
ე.წ. გენერალსიმუსის ჩარევით, ჩიხლაძემ "შოშიას" "კანონიერი ქურდის" სტატუსი ვერ ჩამოართვა, თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს მომავალში უსიტყვოდ მოუწევს კალაშოვის პოლიტიკის გავრცელება და სავარაუდოდ, ამ საქმისთვის კალაშოვი "შოშიას" თურქეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების ნადირ სალიფოვის, იგივე "გულუს" და მერაბ ჯანგველაძის წინააღმდეგ გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში, მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ("შაქრო მალადოი") პატიმრობაში დატოვა და მას 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.