ვინ არის და რას საქმიანობს კაცი, რომლისგანაც ნინო სურგულაძე ტყუპებს ელოდება

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ახ­ლეა - ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი მალე დედა გახ­დე­ბა. ის ტყუპს ელო­დე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­დე­ბი­ან.

მას შემ­დეგ, რაც სურ­გუ­ლა­ძემ ახა­ლი ამ­ბა­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გა­ამ­ჟღავ­ნა, სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

ოპე­რის მომ­ღერ­ლის რჩე­უ­ლი იუ­რის­ტი გი­ორ­გი ინწკირ­ვე­ლია. ის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია.

უც­ნო­ბია, რო­დის და­ი­წყო წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, თუმ­ცა მათ ცხოვ­რე­ბა­ში უკვე სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლეა და მალე ისი­ნი მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.

ნინო სურ­გუ­ლა­ძის პოსტს "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. წყვილს ულო­ცა­ვენ და ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ. იხილეთ ფოტოსურათები