შემზარავი ავარია გორთან ტრასაზე, შემთხვევის შედეგად მამა და ქალიშვილი დაიღუპნენ

გორის გზაზე, ნაწრეთის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი 51 წლის მამაკავი და 20 წლის გოგონა დაიღუპნენ. როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ყვებიან, გარდაცვლილები მამა-შვილია. მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის გორის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის უცნობია იდენთიფიცირებულია თუ არა პირი რომელიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
შსს-მ საქმის გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.