იანვრის თვის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ წინსვა იანვრის განმავლობაში
- 03/01/20
- 1657 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. განსაკუთრებით, საკამათო და გაუგებარი სიტუაციების შემთხვევაში. ეს თემა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება შუა იანვარში. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, ესეც შუა თვეში ჯობია მოაგვაროთ.
თუ ბიზნესმენი ხართ ან ბინაზე მუშაობთ (თვითდასაქმებული ხართ), გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კლიენტებთან, გააფართოოთ კლიენტთა ბაზა. ამისათვის დაიხმარეთ ოჯახის წევრები, გამოცდილი პარტნიორები. კარგი თვე ელით მათ, ვისაც სურს კარიერაში წარმატებას მიაღწიოს.
იანვარი საუკეთესო თვეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კარგ შედეგს მოგიტანთ ის საქმეები, რომლებსაც მეტი დრო და ენერგია დაახარჯეთ. პარტნიორები კმაყოფილები იქნებიან თქვენთან წარმოებული მოლაპარაკებებით. მათთან შეთანხმებით კარგ შედეგებს მიიღებთ.
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ და სწრაფ გადაწყვეტილებას, თუ კონკურენტები კუთხეში მოგიმწყვდევენ. ასეთ დროს უმჯობესია, შინ გაატაროთ მეტი დრო, ახლობლების ზრუნვა მეტ თვითრწმენას შეგძენთ. დამშვიდებული კი მოვლენებს სულ სხვა თვალით შეხედავთ.
თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. მუშაობის პარალელურად ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც. თუ საშუალება გექნებათ, რომ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენოთ, უარი არ თქვათ. ამავე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გმარებთ დოკუმენტების შევსებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას.
იანვარი თქვენთვის სტაბილური თვეა, მაგრამ მცირე უსიამოვნებებმა რომ არ იჩინოს თავი, მოიწყენთ კიდეც. ეცადეთ, სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, ძალები. ნუ დაუყენებთ საკუთარ თავს ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით.
კურო
იანვარში სიზარმაცე არ გეპატიებათ. დააკვირდით იმ შემოთავაზებებს, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ. ყური დაუგდეთ იმას, რასაც ამბობს მერწყული. განსაკუთრებით, თუ ის თქვენი საიმედო პარტნიორია. წარმატება ელის პროგრამირების სფეროში მომუშავეებს, ინჟინერებსა და მათ, ვისაც კლიენტებთან უწევს მუშაობა.
იანვრის დასაწყისში შეიძლება ბევრ ინფორმაციასთან მოგიწიოთ შეხებამ, იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, არ მოადუნოთ ყურადღება მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ ყველა მონაცემთან, რომელიც ხელში ჩაგივარდებათ. იყავით სიახლეებისთვის მზად. ზოგიერთი სიახლე პირველწყაროდანაც შეგიძლიათ მიიღოთ.
მამაკაც კუროებს ბევრი ადამიანის გაცნობა მოგიწევთ. საინტერესო და გამორჩეულ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და თქვენთვის საინტერესო დასკვნები გამოიტანოთ. მგზავრობისას შეიძლება გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ. შეგიძლიათ მათ სთხოვოთ დახმარება, თუ ახალი სამსახურის დაწყება ან საინტერესო პროექტის განხორციელება გსურთ და სპონსორს ეძებთ. საინტერესო შემოთავაზებებისადმი ყურადღება გამრთებთ.
თვის ბოლოს შეაჯამეთ შედეგები, დასკვნები ობიექტურად გამოიტანეთ. კარგი დროა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. თუ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, უქმეები მაინც გაატარეთ მშვიდ გარემოში, სადაც აღიდგენთ ძალებს.
ტყუპები
წარმატებული თვე ელით მოდისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალ ტყუპებს. აგრეთვე, თმის სტილისტებს. ხოლო მამაკაცები რთული პროექტების რეალიზებას შეძლებენ აგრეთვე, კარგი იქნება, თუ უცხო ენის კურსებზე ჩაეწერებიან.
იანვარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ფულის დაბანდება, შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ. თუ ვაჭრობის სფეროში მუშაობთ, მოიმატებს კლიენტთა რაოდენობა.
ამ თვეში კარგია მასშტაბური პროექტების დაწყება, რეფორმები, სიახლეების დანერგვა სამსახურში. პარალელურად მოემზადეთ, შეიძლება შეფერხდეს მიმოსვლა, მიმოწერა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების პარტნიორებთან მოუგვარებლად გადაჭრას. დაგვიანებას საქმიან შეხვედრებზე.
შანსი მოგეცემათ, უცხო ქალაქში ან ქვეყანაში გაემგზავროთ სამუშაოდ. ავტორიტეტებს შეხვდეთ, მათგან მიიღოთ რჩევები და დაუმეგობრდეც კიდეც.
ფულის გადანაწილება გაუჭირდებათ მშობელ ტყუპებს. განსაკუთრებით, ვისაც იანვარში ეყოლება შვილი. თუ მამა ხართ, დამატებითი სამუშაოს მოძიება დაგჭირდება. ეცადეთ, ძვირად ღირებული ნივთების ნაცვლად გამოსადეგი საგნები შეიძინოთ და არც გართობაზე დახარჯოთ დიდი თანხები. განაგრძეთ კითხვა


