
პროფესიები, რომლებიც დარტყმას აყენებს ადამიანის ფსიქიკას
- 2015-02-05 09:12:50
- 6412 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა დაასახელეს პროფესიები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია:
ბუღალტერი - ცნობილია, რომ ამ პორფესიის წარმომადგენელთა უმეტესობა საკმაოდ დაძაბული შრომით არის დაკავებული, რომელიც მათგან სიზუსტეს, წესრიგს მოითხოვს. ბევრს ეს პირად ურთიერთობებშიც გადააქვს, აშინებს სიახლე, რისკი, არ უყვარს ექსტრემალური სიტუაციები.
ჟურნალისტი - ზედაპირულობა ამ პროფესიის ადამიანების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევა. ჟურნალისტის პროფესია არ მოითხოვს ამა თუ იმ საკითხის დეტალურ ცოდნას, სიღრმისეულ წვდომას. სამსახურებრივი თვისებები ბევრს პირად ურთიერთობებშიც მიჰყვება.
სამხედრო პირი - მათთვის, ვინც სამხედრო კარიერას ირჩევს, დისციპლინა ცხოვრების წესია. ხშირად ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა, ოჯახში დიქტატურასა და ტირანიას ამყარებენ.
იურისტი - მკაცრი კოსტიუმი, კეისი, სადა ვარცხნილობა - ეს ამ პროფესიის ადამიანების გარეგნული ნიშნებია. იურისტები შინაგანადაც თავშეკავებულნი არიან, ყოველთვის აკონტროლებენ თავიანთ ქცევას, თვითკონტროლის გამო საუბრისას დაძაბულნი არიან და, როგორც წესი, მაქსიმალურად იყენებენ პროფესიული ტერმინების მარაგს.
წიკითხეთ სრულად