ადელის საიდუმლო დიეტა, რომლითაც მან წონაში ისე დაიკლო ფანებმაც კი ვეღარ იცნეს

31 წლის ინგლისელი მომღერალი - ადელი კვლავ ყურადღების ცენტრშია. გასულ თვეში, მისი გამოჩენა ნამდვილ ფურორად იქცა, რადგან ფანებისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ის ტრანსფორმაცია, რომელიც მან მოკლე პერიოდში განიცადა. როგორც ჩანს, მეუღლესთან - საიმონ კონეცკისთან დაშორების შემდეგ, მან ცხოვრების ხელახლა დაწყება გადაწყვიტა.

ადელმა ე.წ. Sirtfood-ის დიეტას მიმართა, რომლის წყალობითაც მის უახლოეს საშობაო ფოტოებში ფანებს ცნობაც კი გაუჭირდათ.

თუმცაღა ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ქალბატონების ნაწილისთვის, რომლებიც თანამედროვე ინკლუზიური მიდგომების ფონზე წონის დაკლების უნებურ რეკლამას უარყოფითად აფასებენ სოციალურ ქსელებში პოსტებს აქვეყნებენ.

"როცა ვხედავ რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები წონის კლების რეკლამირებას ცდილობენ, მინდება რომ ეს ყველაფერი ცეცხლს მივცე,"- დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა ტვიტერზე.

 

ადელის დაბრუნება მუსიკალურ სამყაროში ტრიუმფალური აღმოჩნდა არამარტო უჩვეულო სიმღერების, არამედ მისი განახლებული ვიზუალის გამო. ერთი შეხედვით, თითქოს მომღერლის გარეგნობაში არაფერი შეცვლილა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ადელმა გასახდომ კურსებს მიმართა.

ამ დღეებში მიცემულ ინტერვიუში ბრიტანელმა მომღერალმა დაკლებული კილოგრამების შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ადელმა უარი თქვა ტკბილეულსა და ცხიმზე, ხოლო აქცენტი ბოსტნეულსა და სპორტზე გააკეთა. „თავდაპირველად რაციონიდან შაქარი ამოვიღე, შემდეგ ცხარე და ცხიმიანი საკვები, სიგარეტი და ალკოჰოლი. გავხდი ბოსტნეულის დიდი მოყვარული. მომწონს სპორტდარბაზში სიარული, მართალია, ცოტა მრცხვენია, რადგან მალე ვწითლდები და ამ დროს სარკეში ყურებაც აღარ მინდა…“ – აცხადებს 10-გზის „გრემისა“ და „ოსკარის“ მფლობელი მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ ადელის გეგმებში S ან XS ზომებამდე გახდომა არ შედის.