პრინცი ჰარი და უილიამი ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
- 14/01/20
- 805 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჰარი და უილიამი იშვიათ საერთო განცხადებას ავრცელებენ, მას შემდეგ, რაც დღეს The Times-მა ცრუ მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჰარის მიერ სამეფო ოჯახის დატოვების მიზეზად, უილიამის ცუდი დამოკიდებულება და ბულინგი სახელდებოდა. პრინცებთან დაახლოებული უცნობი პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემამ დაწერა, რომ ჰარი და მეგანი თავს სამეფო ოჯახიდან გაძევებულად გრძნობდნენ, რაც უილიამის მხრიდან ბულინგმა გამოიწვია.
პრინცების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია: „უარყოფის მიუხედავად, ბრიტანულ გამოცემაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგების ურთიერთობაზე სპეკულირებდა”.
„ძმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის საკითხები. მათთვის მიუღებელია ბულინგი და ამგვარი შეურაცხმყოფელი და გულსატკენი ცილისწამების მოსმენა”.
დღეს, დედოფალი, პრინცი ჩარლზი, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი სანდრინგემის სასახლეში დახურულ შეხვედრას მართავენ, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სასექსის ჰერცოგების მომავალი უნდა გადაწყდეს.
გამოცემა ELLE.com-ის ცნობით, პრინცი ჰარის დასჯას არავინ ფიქრობს. ის ძალიან უყვართ ოჯახის წევრებს და მიუხედავად სიტუაციის კომპლექსურობისა, მათ კომპრომისზე წასვლა და ჰარის სურვილების მხარდაჭერა სურთ.
მეგან მარკლი, პატარა არჩისთან ერთად, კანადაში იმყოფება და როგორც ირკვევა, ისტორიულ შეხვედრაზე დასწრებას ვირტუალურად გეგმავს.


