სასწაულმოქმედი მცენარე, რომელიც ვირუსს ამარცხებს
- 14/01/20
- 2531 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცაცხვს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში, რადგან ხის ყველა ნაწილი სასარგებლო და სამკურნალოა - ყვავილიც, ფოთოლიც, ქერქიც და კვირტებიც.
საქართველოში ძირითადად, კავკასიური ცაცხვია გავრცელებული, რომლის სიმაღლემ შესაძლოა, 25 მეტრს მიაღწიოს. საოცარი სანახავია ცაცხვი ყვავილობის ჟამს: მისი ყვავილი მოთეთროა და განუმეორებელ სურნელს აფრქვევს.
ცაცხვი ზაფხულში, ივნისში ყვავილობს, თუმცა პროცესი შესაძლოა მაისის თვიდან დაიწყოს. ყვავილობის ხანგრძლივობა ორი კვირაა, აუცილებელია ყვავილები მშრალ ამინდში შეგროვდეს, დღის პირველ ნახევარში. ყვავილები ჩრდილში უნდა გააშროთ, რადგან მზეზე ის სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
ვირუსების სეზონზე ცაცხვის ჩაი უებარი საშუალებაა. ის კერამიკულ ჭურჭელში უნდა მოამზადოთ. ჭურჭელს ჯერ მდუღარე წყალი გამოავლეთ, შემდეგ ჩაყარეთ ცაცხვის ყვავილი და დაასხით მდუღარე წყალი, ოღონდ პირდაპირ ცეცხლიდან გადმოდგმული არა - ადუღებულ წყალს 2 წუთი აცადეთ, რომ 90 გრადუსამდე ჩამოვიდეს და შემდეგ დაასხით ცაცხვის ყვავილს.
ნარევი პირსახოცში შეფუთეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ: სისტემატურად ცაცხვის ჩაის დალევა არ შეიძლება. ოპტიმალურია, ეს ნაყენი ადამიანმა სამი კვირის განმავლობაში მიირთვას, 10-დღიანი შესვენების შემდეგ კი ისევ მიუბრუნდეს. განაგრძეთ კითხვა