მართვის მოწმობა თეორიის გარეშე? - რას ამბობს შსს
- 2015-02-05 10:39:03
- 2657 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის აღება თეორიული გამოცდის გარეშეა შესაძლებელი, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
„ეს ცრუ ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა ბლოგერმა. ის ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის აღება თეორიის გარეშე იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს“,- განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 თებერვლიდან მართვის მოწმობის აღება თეორიის ჩაბარების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.
წყარო