იაპონელმა მოტყუებით 100 ქალი გააუპატიურა
- 2015-02-05 11:36:10
- 5395 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
Agence France-Presse-ის ცნობით, იაპონიის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც 100-ზე მეტი ქალის გაუპატურებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, დამნაშავე თავს ექიმად ასაღებდა.
54 წლის ჰიდეიუკი ნოგუჩიმ განათავსა რეკლამა რომლის თანახმადაც ის „კლინიკური კვლევებისა და ძილის დროს წნევის გაზომვისათვის“ მოხალისეებს ეძებდა. ორი წლის განმავლობაში, მის განცხადებას ათობით ქალბატონი გამოეხმაურა. ნოგუჩი „პაციენტებს“ ძლიერმოქმედ ნარკოტიკებს აძლევდა, ელოდა მსხვერპლი როდის დაკარგავდა გონებას და შემდეგ მას აუპატიურებდა.
პოლიციის მტკიცებით, ბოროტმოქმედი ძალადობის ყოველ სცენას ვიდეოკამერით იღებდა. ბოროტმოქმედმა ვიდეომასალის ნაწილი ინტერნეტით გაავრცელა, ნაწილი კი პორნოფილმების პროდუსერებს მიყიდა. ამ გზით ნოგუჩიმ 10მილიონ იენზე მეტი ($85.000) გამოიმუშავა.
წყარო