რა სიურპრიზს უმზადებს ხალხს ბიძინა ივანიშვილი 2020-ის არჩევნებზე უტა ივანიშვილის სახით
- 23/01/20
- 3246 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
“ბიძინა 2020 წლია არჩევნებისთვის განიხილავს უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანას. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება”
“ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის ხალხისთვის სახეში შეფურთხება“
ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვინც დარჩა, ყველა ეჭვმიტანილია. მართალია, კონკრეტულად ივანიშვილისთვის არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ ქვეყნის მმართველი თითქმის აღარავის ენდობა რამდენიმე ადამიანის გარდა. „ალიას“ სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის ხელახლა დანიშვნა, მისი ივანიშვილისადმი ერთგულებით, ყურმოჭრილი მონობით არის განპირობებული, სხვა არაფრით. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოაწოდა „ალიას“. მისივე თხოვნით, მის ვინაობას არ ვამხელთ.
„ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, შეშინებულია და ეს შიში ძალაუფლების დაკარგვის შიშია. ივანიშვილს ყველგან ღალატი და ორპირობა ელანდება. თითქმის ყველა თანაგუნდელში მოღალატეს ხედავს. ერთეულებს ენდობა და მათ შორის არის ირაკლი შოთაძე. ეს კაცი იმიტომ დააბრუნა, რომ ვინც მთავარი პროკურორის პოსტზე შესთავაზა თეა წულუკიანმა, ყველა დაიწუნა. არადა, ათზე მეტი კანდიდატურა შესთავაზა. გამოდის, რომ არც წულუკიანს ენდობა ბოლომდე. ირაკლი შოთაძე კი ძველი კადრია, მასთან მეგობრობს ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, შოთაძე მამაცაშვილს ბიზნესის საკითხებშიც ეხმარებოდა, ცხადია, ამ ბიზნესებში ივანიშვილის ინტერესებიც არის, ასე ვთქვათ, მისი კლანის ინტერესები. დახმარება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ კონკრეტულ ბიზნეს–სეგმენტში, რომელიც ივანიშვილის ბრძანებით ჩაბარებული აქვს მამაცაშვილს, თუ ვინმე შეეცდებოდა თანხის დაბანდებას, კონკურენტობას დააპირებდა, მათ მამაცაშვილის ხალხი აჩერებდა, ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს ბიზნესი სახელისუფლებო კლანისაა, “ნაკრძალია” და იქ შესვლა არ შეიძლებაო. თუმცა, რამდენიმე ურჩმა ბიზნესმენმა არ დაუჯერა მამაცაშვილის ხალხს და მოქმედება დაიწყო, ამ აკრძალულ ბიზნეს–სფეროებში ჩადეს ფული. ამის შემდეგ საქმეში უკვე ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე ერთვებოდნენ. ფარცხალაძე ხვდებოდა ამ ხალხს და შოთაძის სახელით ემუქრებოდა, თუ ბიზნესს თავს არ დაანებებდნენ, მათ, მათ ოჯახის წევრებს სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნებოდათ, რამდენიმე ასეთი ბიზნესმენი შოთაძის კაბინეტშიც ნამყოფია და მისი მუქარაც პირადად აქვთ მოსმენილი. ამის შემდეგ, ცხადია, ეს ხალხი თავს ანებებდა ამ კონკრეტულ ბიზნესებს. განაგრძეთ კითხვა


