
ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა
- 26/01/20
- 1402 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კობი ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით. დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.