ვინ არიან ორსული ქალი და 4 ბავშვი, რომლებიც ბაღდათში ხანძარს ემსხვერპლნენ

უმძიმესი ტრაგედია ბაღდადში. ხანძარს გუშინ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანია.
ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში, მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. "ნიუპოსტისთვი" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარს ოჯახის ბებია და მამა გადაურჩა.როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან, პატარების ბიძა ადგილობრივებმა ქუჩაში, გაყინული ნახეს.