"მაინტერესებს რაზე ვიფიქრებ სიცოცხლის ბოლო წამებში..." - ქართველმა მამაკაცმა ევთანეზიის გადაწყვეტილება მიიღო
- 04/02/20
- 791 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველმა მამაკაცმა, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს, ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღო.
72 წლის ივანე ბოლქვაძეს პროსტატის ჯირკვლის კიბო დაუდგინეს. შემდეგ კი, ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი მდგომარეობა უიმედოა და განკურნებას არ ექვემდებარება. ევთანაზიის გადაწყვეტილება მან გაუსაძლისი ტკივილების გამო მიიღო.
"ბუნებრივია, ვღელავ, თუმცა, მზად ვარ ამისთვის. კლინიკა, სადაც მე ვმკურნალობდი, ბრიუსელშია. იქამდე ან მანქანით უნდა მივიდეთ ან მატარებლით. მე მატარებელი ავირჩიე... არ მინდა მანქანით წასვლა. უკანა გზაზე ერთი ბილეთით ნაკლები იყიდეს, რადგან მე-2 დღით კლინიკის მორგში მომიწევს ყოფნა და ისინი კი უკან დაბრუნდებიან. მე ის მაინტერესებს, ბოლო წამებში რაზე ვიფიქრებ... აზრს დავალაგებ ხოლმე. აი, ამაზე ფიქრში დავხუჭავ თვალებს-მეთქი, მერე მგონია, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეზე ფიქრიც შეიძლება. მორწმუნე ადამიანი არ ვარ და ამიტომ ღმერთზე და მასთან შეხვედრაზე ვერ ვიფიქრებ, თუმცა, ვინ იცის... ", - ამბობს ივანე ბოლქვაძე.


