რა უწინასწარმეტყველა მძიმე სენთან მებრძოლ ხათუნა ჟორდანიას სასწაულმოქმედმა მამა ნაუმიმ

ხათუნა ჟორდანიამ გუშინ მეუღლესთან ერთად ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი მოილოცა. წყვილმა მამა ნეოფიტე მოინახულა და მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე ბერის, მამა ნაუმის ზებუნებრივი ძალისა და ნიჭის შესახებ ბევრს გაგონილი გექნებათ. ის შეხედვისთანავე ხვდება, რა სჭირს და უჭირს მასთან მისულს... სხვადასხვა დაავადებებთან ერთად სიმსივნით დაავადებულებსაც კურნავს. ხშირ შემთხვევაში, როგორც ყვებიან, ერთი დალოცვითაც ახდენს სასწაულს. ძირითადად კი განკურნებას ამ ადამიანზე ლოცვით ახდენს.

„პრაიმტაიმს“ ზურა ხაჩიძემ უთხრა, რომ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა.

ზურა ხაჩიძე: - „მოვილოცეთ ყინწვისის მამათა მონასტერი. მამა ნეოფიტე ვნახეთ, მამა ნაუმთანაც ვიყავით. ხათუნა დალოცა და ყველაფერი კარგად იქნებაო, უთხრა“.