რა გახდა 15 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, რამაც მთელი მსოფლიო აატირა
- 16/02/20
- 7392 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
უგანდელი მსახიობი ნიკიტა პერლ ვალიგვა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 15 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი ტვინის სიმსივნე გახდა. ვალიგვამ ითამაშა Disney-ს ფილმში „კატვეს დედოფალი“, რომელიც ნიჭიერი მოჭადრაკე ფიონა მუტესის ისტორიაზეა დაფუძნებული. ის საერთაშორისო ტურნირებში 9 წლიდან მონაწილეობდა. ვალიგვამ ფიონას მეგობრის, გლორიას როლი შეასრულა, რომელმაც მას ჭადრაკის წესები აუხსნა.
პირველად დიაგნოზი მას ჯერ კიდევ 2016 წელს დაუსვეს, თუმცა ფილმის გადამღები ჯგუფის დახმარებით 2017 წელს გოგონა გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, შარშან მას კიდევ ერთი სიმსივნე აღმოუჩინეს.


