იტალიას კორონავირუსმა შეუტია, გადადებულია საფეხბურთო მატჩები და სხვა დღესასწაულები

კორონავირუსის გამო, იტალიის სერია A-ში კვირას გასამართი სამი შეხვედრა გადაიდო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ შეჩერებულია ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც 23 თებერვალს ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებშია დაგეგმილი.
შედეგად გადაიდო სამი თამაში - "ინტერი“-"სამპდორია“, "ვერონა“-"კალიარი“ და "ატალანტა“-
"სასუოლო“. ამ თამაშების ახალი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, იტალიაში 79 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, რომელთაგან ორი გარდაიცვალა.