
"იტალიიდანაა ჩამოსული..." - ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურში 18 წლის გოგონა გადმოჰყავთ
- 26/02/20
- 598 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგონა მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
„შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას.საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.
გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა ტემპერატურა და კლინიკას მიმართა. ჰოსპიტალის მენეჯერის თქმით, პაციენტი ამ დროისთვის იზოლირებულია და სპეცეკიპირებით დაკომოლექტებული ბრიგადა თბილისში უახლოეს საათებში გადაიყვანს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, მიკროავტობუსით შემოვიდა. ის საბაჟოდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.