ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - როგორ უნდა მოვიქცეთ რომ კორონა ვირუსი არ შეგვხვდეს
- 26/02/20
- 875 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს მთავრობა ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციას, თუ როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.


