ვინ არიან ზუგდიდთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ადამიანები, მათ შორის ახალდაქორწინებული წყვილი
- 28/02/20
- 988 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ დარჩელის მონაკვეთზე მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ცოლ-ქმარი, დათო სოსელია და ნანა ჯალაღონია და მათი მეზობელი მამუკა ტურავა.
მეოთხე დაშავებული ახალგაზრდის კუზა ტორუას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.


