დღეს, 29 თებერვალს ქალს შეუძლია მამაკაცს ხელი სთხოვოს, კაცს კი ამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს

4 წე­ლი­წად­ში ერთხელ, 29 თე­ბერ­ვალს გა­სა­თხო­ვარ ქა­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ, და­ქორ­წი­ნე­ბა მა­მა­კაცს თა­ვად შეს­თა­ვა­ზონ. ამას­თან, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს უა­რის თქმის უფ­ლე­ბა "არ აქვს".

ეს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს ძვე­ლი ირ­ლან­დი­უ­რი ლე­გენ­დი­დან იღებს. მისი იდეა ასე­თია - "ქა­ლებს უნდა მი­ე­ცეთ 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­მა­კაცს ხელი სთხო­ვონ, რათა და­ბა­ლანსდეს ამ ორი სქე­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი რო­ლე­ბი, ზუს­ტად ისე, რო­გორც "ნა­კი­ა­ნი" 29 თე­ბერ­ვა­ლი აბა­ლან­სებს კა­ლენ­დარს". ამას­თან, ქა­ლებ­მა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ბე­ჭე­დიც თა­ვად უნდა შე­ი­ძი­ნონ.

გარ­და ნა­კი­ა­ნი დღი­სა, 29 თე­ბერ­ვალს მარ­ტო­ხე­ლა­თა დღე­საც უწო­დე­ბენ.

29 თე­ბერ­ვალს მა­მა­კა­ცის­თვის ხე­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის ტრა­დი­ცი­ას ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ბრის­ტოლ­სა და ლიდსში ამ დღით მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლე­ბის 90%, ხოლო ბელ­ფას­ტში 50% სარ­გებ­ლობს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე კვლე­ვაც ჩა­ტარ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­კი­თხულ მა­მა­კაც­თა ნა­ხე­ვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გი სუ­ლაც არაა, რომ პარტნი­ორ­მა და­ქორ­წი­ნე­ბა თა­ვად შეს­თა­ვა­ზოს. ამ დღის­თვის ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქა­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმის მო­წყო­ბას ან რო­მან­ტი­კუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და­გეგ­მვას ურ­ჩე­ვენ, რათა ბეჭ­დის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გახ­დეს.