ეს ის მედიკამენტია, რომლითაც იაპონიაში კორონა ვირუსს მკურნალობენ
- 28/02/20
- 1202 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
იაპონიაში ორმა სამედიცინო დაწესებულებამ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობა დაიწყო ანტიგრიპოზული საშუალება Avigan-ით. ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით Jiji Press იუწყება.
COVID-19 -ის ვირუსისთვის ჯერჯერობით მკურნალობის მეთოდი არ არის დაწესებული. თუ პრეპარატ Avigan-ის ეფექტურობა დადგინდება, მას კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფების მკურნალობისთვის ფართოდ დანერგავენ.
მინისტრის თქმით, პრეპარატი ეფექტურად ებრძვის ვირუსის გამრავლებას და ორი კლინიკა მას უკვე გამოიყენებს ექსპერიმენტული კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, პაციენტების თანხმობით.
ავიგანი ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი არ არის. იაპონიის ხელისუფლებას მისი მარაგი დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის სამკურნალოდ აქვს.