მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის გაუმართლებს და ვის ექნება წარუმატებელი თვე

ვერძი

სხვა დრო­ის­თვის გა­და­დეთ და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე ფიქ­რი. 2020 წლის მარ­ტში სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცე­ბი მი­აღ­წე­ვენ. მთა­ვა­რია, სამ­სა­ხუ­რის გრა­ფიკს შე­ეჩ­ვი­ოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სტრესს, მხო­ლოდ ერ­თგუ­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ. ეცა­დეთ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­როს­თან. მო­ე­რი­დეთ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე შე­უ­სა­ბა­მოდ ჩაც­მას. სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით, თუ კარ­გად შე­ას­რუ­ლებთ თქვენს მო­ვა­ლე­ო­ბებს.
მარ­ტის და­სა­წყი­სი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის სა­ძი­ებ­ლად. ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შეძ­ლებთ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­ზე კარ­გი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას.
ერ­თგულ და მცოდ­ნე საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს გა­ი­ჩენთ. თუ და­ი­ღა­ლეთ სხვი­სი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მუ­შა­ო­ბის­თვის, დროა, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყოთ. ყვე­ლა ფუ­ლა­დი და­ბან­დე­ბა და საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა კარ­გია თვის ბო­ლოს.

კურო


მარ­თა­ლია, გარ­თო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა გსურთ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ დედ­ლა­ი­ნიც. დრო­დად­რო რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მო­გი­წევთ. ამის­გან არავ­ნაა და­ზღვე­უ­ლი.
კარგ შე­დე­გებს მი­ი­ღე­ბენ მხატ­ვა­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი, დი­ზა­ი­ნე­რი და მსა­ხი­ო­ბი კუ­რო­ე­ბი. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ, რომ სამ­ყა­როს თქვე­ნი შე­დევ­რე­ბი წა­რუდ­გი­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. აღ­მაფ­რე­ნით აღ­სავ­სე და ავან­ტი­უ­რის­თვის მზად იქ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ან და­მა­ტე­ბი­თი საქ­მის, ზო­გი­ერთს კი მივ­ლი­ნე­ბა ელის. სამ­სა­ხურ­ში, საქ­მე­ე­ბის უკეთ შე­სას­რუ­ლებ­ლად, ყური და­უგ­დეთ კო­ლე­გე­ბის რჩე­ვებს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გის და იუ­რის­ტის კონ­სულ­ტა­ცია დაგ­ჭირ­დეთ.
შუა თვე­ში შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. ეცა­დეთ, არც დას­ვე­ნე­ბა და­ი­ვი­წყოთ. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი საქ­მი­ან პარტნი­ო­რებთნ ან კო­ლე­გებ­თან გან­ხილ­ვის შემ­დეგ მი­ი­ღეთ.
მარ­ტი კარ­გი თვეა ახა­ლი ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად. ჩა­ე­წე­რეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე. თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. მთა­ვა­რია, არ იზარ­მა­ცოთ.


ტყუპები

მარ­ტში მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ოჯახ­სა და სახ­ლს. სამ­სა­ხუ­რი კი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გახ­დე­ბა. მხო­ლოდ გეგ­მი­უ­რი საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. თუ, რა თქმა უნდა, ბიზ­ნე­სით არ ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. მეტი დრო და­უთ­მეთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. და­უ­მე­გობ­რდით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. არ მო­გე­რი­დოთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი კავ­ში­რე­ბი.
მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ვა­ლე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ. თუ ხვდე­ბით, რომ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი გა­ვი­წყდე­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად აწარ­მო­ეთ საქ­მი­ა­ნი ბლოკ­ნო­ტი, რათა არა­ფე­რი გა­მოგრჩეთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. გაფრ­თხილ­დით, არა­ფე­რი და­კარ­გოთ.
მარ­ტის ბო­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. მო­ი­ცი­ლოთ მძი­მე ტვირ­თი და ჩა­მო­წე­როთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი. ჩა­ი­ნიშ­ნეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც, კრი­ტი­კაც, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ მე­ტად დახ­ვე­წოთ სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბი, და­ი­წყოთ ახლი პრო­ექ­ტე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ.
კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ელით მა­მა­კაც ტყუპს. მეტი დრო და­უთ­მეთ ახა­ლი იდე­ე­ბის დახ­ვე­წას, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­უ­რო­ბის პიკი თვის ბო­ლოს და­გიდ­გე­ბათ. იყა­ვით მე­ტად კრე­ა­ტი­უ­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც და­დე­ბითდ გა­ნა­წყობთ სა­კუ­თარ თა­ვის მი­მართ და სი­მაღ­ლე­ებ­საც და­ი­პყრობთ. ნუ შე­გი­შენ­დე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა. სამ­სა­ხურ­ში და­ეხ­მა­რეთ მათ, ვინც სა­დღე­სას­წა­უ­ლო წვე­უ­ლე­ბის მო­წყო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.


კირჩხიბი


მო­ი­მა­ტებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და საქ­მე­ებ­ში ჩა­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი. გარ­შე­მო მყო­ფებს გა­აკ­ვირ­ვებთ თქვე­ნი ხში­რი გა­და­ად­გი­ლე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით. ოპო­ნენ­ტე­ბის დარ­წმუ­ნე­ბით. სწრა­ფად გა­ა­ბამთ ნაც­ნო­ბო­ბას სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბამ. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა.
ინ­ფორ­მა­ცი­ებს უწყვე­ტად მი­ი­ღებთ თვის ბო­ლომ­დე. შე­იძ­ლე­ბა უქ­მე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა­მაც კი სამ­სა­ხურ­ში მო­გი­წი­ოთ. ახ­ლობ­ლებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან, თქვე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ არ გა­ი­ფუ­ჭოთ, აუხ­სე­ნით, რომ ახლა შრო­მა თქვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა მო­მა­ვალ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წი­ოთ.
მარ­ტში სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ ახ­ლის გა­გე­ბის, შეს­წავ­ლის. ზო­გი­ერ­თი გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას, და­ი­წყებს უცხო ენის გაღ­რმა­ვე­ბას, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბას. სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბა ელით მათ, ვი­საც არ შე­ე­შინ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. კარ­გი თვეა ლი­ტე­რა­ტულ სფე­რო­ში ძა­ლე­ბის მო­სა­სინ­ჯად. თუ უკვე იმ­დე­ნი ცოდ­ნა და­გიგ­როვ­დათ, რომ შე­გიძ­ლი­ათ სხვებს გა­უ­ნა­წი­ლოთ (თქვე­ნი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა), და­გეგ­მეთ მას­ტერ კლა­სე­ბი.
მარ­ტი ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვეა. თუ ხვდე­ბით, რომ მარ­ტოს გა­გი­ჭირ­დე­ბათ, დახ­მა­რე­ბის­თვის ერ­თგულ ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს მი­მარ­თეთ. თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ. სა­ჭი­რო თან­ხით ნა­თე­სა­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან.


ლომი

ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. იყა­ვით მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი. თუ სა­ინ­ტე­რე­სო და სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ ჩარ­თვას, უარი არ თქვათ. მაგ­რამ ისე არ ქნათ, რომ ფუ­ლის გამო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­ი­ზა­რა­ლოთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. ზო­გი­ერ­თი ჰო­ბის შე­მო­სავ­ლი­ან ბიზ­ნე­სად აქ­ცევს. ზო­გიც ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ძვე­ლი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვით. პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რომ გზა ია-ვარ­დით იქ­ნე­ბა მო­ფე­ნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, შრო­მა და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­გი­წევთ. გაფრ­თხილ­დით, რომ კო­ლე­გას­თან ან უფ­როს­თან ფლირტმა არ გა­გი­ფუ­ჭოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. უნდა გა­მიჯ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის­გან - სამ­სა­ხუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.
თვის და­სა­წყის­ში ყუ­რა­დღე­ბით იმუ­შა­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ი­ღეთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვათ. მო­ე­რი­დეთ აფე­რისტ ადა­მი­ან­თან საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბას. მე­ტად უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე. კარ­გი თვეა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.
თუ კერ­ძო ბიზ­ნე­სით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი დრო და­უთ­მეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. აკონ­ტრო­ლეთ ბუ­ღალ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გეს­ტუმ­როთ სა­ხელ­მწი­ფო შე­მოწ­მე­ბა.
და­ქი­რა­ვე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მეტი სი­თა­მა­მე გა­მო­ი­ჩი­ნეთ და უფ­როსს მოს­თხო­ვეთ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა. უარი რომ არ მი­ი­ღოთ, მყა­რი არ­გუ­მენ­ტი უნდა გქონ­დეთ. თუ ხვდე­ბით, რომ ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით, დიდ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას მო­ე­რი­დეთ.
 

ქალწული

და­ი­ვი­წყეთ ში­შე­ბი, ნაკ­ლე­ბი უს­მი­ნეთ მო­შურ­ნე­ებს და წინ გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­კენ! გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, სურ­ვი­ლებს და შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბა და­ი­წყოთ ან პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტოთ. აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვით თქვენს სა­კუ­თარ ად­გილს მზის გულ­ზე. მთა­ვა­რია, იყოთ მონ­დო­მე­ბუ­ლი. მარ­ტი მრა­ვალ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ლებ­ლად. ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას მშვი­დად შეხ­ვდით. მთა­ვა­რია, შე­ლა­პა­რა­კე­ბა აგ­რე­სი­ა­ში არ გა­და­ზარ­დოთ. კონ­კუ­რენ­ტებ­თან ბრძო­ლა­ში იყა­ვით ტაქ­ტი­კუ­რი. ეცა­დეთ, კონ­კუ­რენ­ტებს სა­კუ­თა­რი თავი სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­ნა­ხოთ. კარ­გად გა­მო­წყო­ბი­ლიც იყა­ვით და კარ­გი მა­ნე­რე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნეთ.
ახალ ინ­ფორ­მა­ცებს სწრა­ფად აით­ვი­სებთ. შუა თვე­ში ახა­ლი გა­სარ­თო­ბი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. და­ეხ­მა­რეთ მათ, ვი­საც თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ოჯა­ხის წევ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს, თუ მათ სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ.
ფული ზო­მი­ე­რად ხარ­ჯეთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მან­დი­ლოს­ნებს გე­ხე­ბათ. მა­მა­კაც ქალ­წუ­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შუა თვე­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოთ ძვე­ლი ვალი, მი­ი­ღოთ პრე­მია ან მო­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი.

სასწორი

დიდ და სარ­ფი­ან პრო­ექ­ტებ­ზე მო­გინ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ფა­რუ­ლად. შრო­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჯო­ბია, კო­ლექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მის შე­დეგს არ მო­გი­ტანთ. მო­ემ­ზა­დეთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია შეხ­ვედ­რა ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ. მან შე­იძ­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა შე­მოგ­თვა­ზოთ.
მარ­ტი კარ­გი თვეა წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. ნუ ეც­დე­ბით, რომ ორ კურ­დღელს ერ­თდრო­უ­ლად გა­ე­კი­დოთ, ეს კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. თვის ბო­ლოს ენერ­გი­ი­სა და ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თი გა­რის­კავს და გახ­სნის თა­ვის საქ­მეს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს. განაგრძეთ კითხვა