"ასე იქცევიან ქართველები საკარანტინო ზინაში" - ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს
- 03/03/20
- 7275 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული პაციენტების ცეკვაა ასახული. ვიდეო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა ნოე სულამბერიძემ გაავრცელა.
კადრები თბილისში, 2 მარტს, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ მოწყობილ საკარანტინო ზონაშია გადაღებული.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.


