სასწრაფოდ - ისრაელში 30 000 ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ

ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონა ვირუსით კიდევ სამი ადამიანი დაავადდა. 

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, სამივეს მდგომარეობა მსუბუქია. 

დღეის მდგომარეობით ისრაელში 15 დაინფიცირებული იყო, რომელთაგან 2 გამოჯანმრთელდა.

ერთ-ერთი დაავდებული მეცხრე კლასის მოსაწვლეა, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობდა მაღაზია „წითელი პირატის“ ერთ-ერთ ფილიალში. 

ის 23-26 თებერვალს იყო მაღაზიაში, 24-26 თებერვალს სკოლაში, ხოლო 26 თებერვალს თელავივში, „მაკაბის“ თამაშზე, სტადიონზე, სადაც მერვე გასასვლელიდან მოხვდა. 

ინსტრუქციის თანახმად, სკოლის ყველა მოსწავლე, მასწავლებელი, იქ მომუშავე პერსონალი და მათი ოჯახის წევრები იზოლაციაში გადაიყვანეს. 

ასევე, სტადიონზე, მერვე გასასვლელთან მყოფ ადამიანებს სთხოვენ, გადავიდნენ იზოლაციაში და ამის შესახებ შეატყობინონ ჯანდაცვის სამინისტროს. 

რისკის ზონაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანია.

 

წყარო: https://www.ynet.co.il