ინფექციური დაავადებების გადადება დასჯადი ხდება

საქართვლოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ ნაწილს აქვეყნებს, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების გადადებასა და დამალვას ეხება.

უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"როდესაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ არსებობს, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა
1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა,- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებინფორმაციის დამალვა ან გაყალბება

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხესუქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ესინფორმაცია მოსახლეობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ, ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმეშედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა

1. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება ანმოწამვლა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე", - წერს უჩა ნანუაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან მოახლოებისას მგზავრთა ნაწილი სიცხის დამწევ საშუალებას იღებდა, რათა მათ ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნოდათ.
6 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამავე ვირუსთან დაკავშირებით საკარანტინო სივრცეში 200-მდე ადამიანს აკვირდებიან.