
დღეს რომიდან სპეც რეისით საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ
- 09/03/20
- 9274 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 მარტს, რომიდან, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება.
„პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ სპეციალური რეისი, რომიდან თბილისის მიმართულებით, განხორციელდება, 10 მარტს 13:00 საათზე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიდან.
გთხოვთ, ყველა მგზავრს, რომელიც აღნიშნული რეისით უნდა გამოემგზავროთ თბილისში, 10 მარტს, დილის 10 საათზე იყოთ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში. თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
პატივისცემით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე გაივლის სავალდებულო 2 კვირიან კარანტინს.