გახანგრძლივდება თუ არა სკოლებსა და ბაღებში არდადეგები

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შესახებ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

გამყრელიძე აცხადებს, რომ არდადეგების გახანგრძლივება დამოკიდებულია კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე. შესაბამის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე შეწყვიტა. 

სასწავლო პროცესი შეჩერდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე 16 მარტამდე სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ბაგა ბაღებშიც.