ამირან გამყრელიძის განმარტებით, რა არის პანდემია
- 11/03/20
- 744 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ქვეყანას, ისევე როგორც საქართველოს, პანდემიური მზადყოფნა ისედაც ჰქონდა.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ეს ე.წ. „ალარმი“ მაღლა იყო აწეული.
„სერიოზული ღონისძიებები ტარდება ახლაც და ემატება ახალ-ახალი ღონისძიება. ყველა ქვეყანას აქვთ თავიანთი გეგმები და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა კორონავირუსული ინფექციის ის ეპიდაფეთქებები პანდემიად. პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ინფექცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. თუ ეს ჩინეთში იყო თავიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის, ჩინეთს გარეთ უკვე არის 42 შემთხვევაზე მეტი რაოდენობა, ანუ, თითქმის ნახევარი, რაც იყო ჩინეთში. რაც მთავარია ტემპი იზრდება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოცხადდა პანდემიად. ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად. ჩვენ ისედაც გვქონდა ყველა ქვეყანას პანდემიური მზადყოფნა. საქარველოში ეს ე.წ. ალარმი მაღლა იყო აწეული,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი სიფხიზლისა და რეკომენდაციების დაცვისკენ.