ვინ არის და სად დაინფიცირდა 19 წლის ქართველი ბიჭი ახალი კორონა ვირუსით

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 24-ე პა­ცი­ენ­ტი 19 წლის მა­მა­კა­ცია. ის ამ დრო­ის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ამ დრომ­დე თბი­ლის­ში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა იტა­ლი­ას­თან კონ­ტაქტს უკავ­შირ­დე­ბა.

"ვა­დას­ტუ­რებ, რომ და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის 24-ე შემ­თხვე­ვა, ლუ­გა­რის ცენ­ტრში და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხევ­რის წინ. გი­დას­ტუ­რებთ, რომ ეს შემ­თხვე­ვა გარ­კვე­უ­ლად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იტა­ლი­ას­თან, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახლა მე ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებ, რად­გან გარ­კვე­უ­ლი წე­სია, რო­გორ უნდა მი­ვი­დეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა ადა­მი­ან­თან, სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და ა.შ. რო­დე­საც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მივა, ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მეტი იფ­ნორ­მა­ცია. მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რია, ადა­მი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რად კარ­გად არის", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, შე­სა­ბა­მი­სად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი 24-მდე გა­ი­ზარ­და.